ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრის პროცესში ქართული ოცნების დეპუტატების არმონაწილეობას ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველ;ოს ხელისუფლება რუსეთის გვერდით სრულიად გააზრებულად დადგა."არა ყოფილმა, არამედ უკვე დღევანდელმა ხელისუფლებამ, რამეთუ ნახევარი მილიონის წინააღმდეგ სამმილიონნახევარმა "ბრძენმა" პირდაპირ თუ ირიბად, გაყალბებებით, სახლში დარჩენით, ხმების დაფანტვით, პირდაპირ "ოცნებისთვის" ხმის მიცემით თუ ძალაუფლების უზურპაციით დღესაც გუშინდელი მატყუარები "აირჩია", კიდევ ერთხელ მოჭრა თავი ჩემს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ჩასცა ლახვარი ამ ქვეყნისთვის თავგადადებულ და დაღუპულ ადამიანებს! თან არ გვეცალაო და იმიტომ არ დავუჭირეთ მხარი უკრაინის დასაცავ რეზოლუციასო! ვისაც თავი კისრის გაგრძელებად აქვს, იმან დაიჯეროს ეს მორიგი სიცრუე! იმ რეზოლუციაში ნახსენები იყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ეს გახდა სწორედ ქართული დელეგაციის "მოუცლელობის" მიზეზი და სწორედ ამ სამარცხვინო დელეგაციის წყალობით ერთი სიტყვითაც არ არის საქართველო ნახსენები! მერე დაიწყებს ბღავილს ეს საზოგადოება დასავლეთმა მიგვატოვაო! ფორმალურად შოპინგის თუ სხვა "მოუცლელობის" გამო, სინამდვილეში კი სრულიად გააზრებულად საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გვერდით დადგა უკრაინის წინააღმდეგ!
მეორე ტურისთვის მზადების და ალბათ, დაგვიანებული განცხადებების კეთების პარალელურად, ამოიღეთ ხმა პარტიებო! სად ხართ?!"_ წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე..