შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოების თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში 32 წლის ტრანსგენდერ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარობა ამ დრომდე მძიმეა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.