"ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ოზურგეთში, ოპოზიცია ნოკ-აუტშია" _ წერს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე და ფოტოებთან ერთად კონკრეტულ ჩამონათვალსაც აქვეყნებს:
1. ბესო ქათამაძე (ნაც.მოძრაობის წევრი) ადგილობრივი ხელისუფლების და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს უწევს რეკლამას და თვითონაც სიამოვნებით ჩაერთო სამუშაოებში _ კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა ვინ აკეთებს საქმეს.
2. ოზურგეთში განმეორებით ჩამოვიდა ნაც. მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე და მთელმა ქალაქმა იცის, რომ პარტიის ადგილობრივ ლიდერს – მჟავანაძეს პასუხი მოსთხოვა(!).
როგორ მოახერხა ამ უკანასკნელმა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტის მიღება არჩევნებში (აბა რომელი ბრძოლა გრძელდება? ოზურგეთში არჩევნები ნაც. მოძრაობამ წააგო).
3. ბურჯანაძე-დემოკრატებმა (რომელთაც უბნების 2/3-ის გაუქმებაც კი ვერ უშველით), გაასაჩივრა არჩევნების შედეგები და ვერც გამოიცნობთ სასამართლო პროცესს დღეს ვინ ესწრებოდა მეურვედ და გულშემატკივრად _ ნაც. მოძრაობის ლიდერი მჟავანაძე (ამის შემდეგ ნაც. მოძრაობა კიდევ პრო-დასავლურ კურსზე რომ დაგველაპარაკება იმ მომენტს ველოდები).
ბატონმა ზურამ კი ეს ამბავი არ იცის, ჩემი აზრით, _ წერს თალაკვაძე, რომელმაც არჩევნებში 50%-იანი ბარიერი გადალახა და აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვება მას "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა თემურ სალუქვაძემ მიულოცა.