"საკუთარი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევ ირგვლივ კარგად მიმოიხედოს! იქნებ იმ ე.წ ''ნოკაუტში'' მყოფთა შორის უფრო მეტი სამშობლოს ერთგული ადამიანი აღმოაჩინოს, ვიდრე მის დღევანდელ გარემოცვაში, რომელთა დიდი ნაწილი არცთუ ისე შორეულ წარსულში ''მტრედის გუნდივით" დამდევდა!
თუმცა, როცა ვითარება შეიცვალა ჯერ ''ნაციონალებს'' ჩაუხტა კალთაში, მერე ''მეოცნებეებს'' და ეხლა კიდევ მისგან ელიან მადლის გადმოსვლას!" _ ასე პასუხობს "დემორკატიული მოძრაობის" ოზურგეთის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ავთანდილ (ზურა) ჩხაიძე "ქართული ოცნების" კანდიდატის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ "ოზურგეთში ოპოზიცია ნო-კაუტშია":
ვთქვი ის, რისიც მწამს! სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველგან და ყველაფერში! ნაციონალური მოძრაობის ლიდერები უნდა გასამართლდნენ და პარტია, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია უნდა აიკრძალოს! ნაძარცვი და ნაყაჩაღარი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს! საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარები არ უნდა განლაგდეს! რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა აღდგეს! აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრების გზები უნდა გამოიძებნოს!
საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში პრიორიტეტი სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებლ მრეწველობას მიენიჭოს!
უმაღლესი განათლება უფასო უნდა გახდეს და იმდენი უმაღლესი სასწავლებელი დარჩეს რამდენიც ქვეყნის განვითარებას სჭირდება!
რეგიონში ერთი კლინიკა მაინც უნდა იყოს საარსებო მინიმუმს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის!
ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა უნდა აიკრძალოს!
ქვეყნის საგარეო ვალები წლიდან წლამდე არ უნდა იზრდებოდეს!
მომაკვდავი ერების სიაში მსოფლიო ლიდერებში არ უნდა ვიყოთ!
საარსებო ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი ჩვენი მოქალაქები უნდა დავაბრუნოთ და ღირსეულად დავასაქმოთ!
ჩვილბავშვიან დედებს ''დედის ხელფასი'' უნდა დავუნიშნოთ!
''სოროსელების'' ახალი თაობის შემოყვანა პოლიტიკაში ''ოცნების'' საფარქვეშ არ უნდა მოვახდინოთ!
ერთსქესიანთა ქორწინება საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს!
საარჩევნო კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და ამომრჩეველთა სიები ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს!
ქართული საქმე უნდა ვაკეთოთ გონივრულად, ყველგან და ყოველთვის, და სიმართლის გზით ვიაროთ!
ხვალაც იგივეს გავიმეორებ!!!
ერთ ახალგაზრდას კი, საკუთარი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევ ირგვლივ კარგად მიმოიხედოს! იქნებ იმ ე.წ ''ნოკაუტში'' მყოფთა შორის უფრო მეტი სამშობლოს ერთგული ადამიანი აღმოაჩინოს ვიდრე მის დღევანდელ გარემოცვაში,რომელთა დიდი ნაწილი არცთუ ისე შორეულ წარსულში ''მტრედის გუნდივით" დამდევდა!
თუმცა, როცა ვითარება შეიცვალა ჯერ ''ნაციონალებს'' ჩაუხტა კალთაში, მერე ''მეოცნებეებს'' და ეხლა კიდევ მისგან ელიან მადლის გადმოსვლას!
რა მადლიც მათზე გადმოვა ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ამით ქვეყნის გადაშენება-გადაგვარებას.
რა ეშველება?!
ასე იყო თუ ისე კიდევ ერთი არჩევნები დამთავრდა!
ველოდებით სწრაფ განვითარებას!" _ წერს ჩხაიძე სოციალურ ქსელში.