სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში "ისლამური სახელმწიფოს" 20 მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS თურქეთის არმიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კოალიციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" 2 თავდაცვითი პოზიცია და 3 მანქანა განადგურდა.
ანკარას განცხადებით, საჰაერო იერიშებში, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ხორციელდება თურქეთის ათასობით სამხედრო მონაწილეობს.