„მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მოყვანილი იქნა ორსული ორი საშვილოსნოთი, რომელსაც 2015 წელს ერთი საშვილოსნოდან საკეისრო კვეთით ამოყვანილი ჰყავს ცოცხალი დროული ნაყოფი, ხოლო 19.10.2016 წელს ჩვენ კლინიკაში მეორე საშვილოსნოდან საკეისრო კვეთით შეეძინა მამრობითი სქესის ცოცხალი ახალშობილი, შემთხვევის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში რომ ,სტატისტიკურად მსგავსი შემთხვევა აღწერილია 50 მილიონი ქალბატონიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში", _ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით მდინარაძე.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ბატონ დავითს, მთელ სამედიცინო კოლექტივს, საკეისრო კვეთის წარმატებით დასრულებას!