ბრიტანელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ოცნებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, თუმცა, არსებობს ორი ძირითადი ტიპი: რეფლექტორული და შემოქმედებითი.
რეფლექტორული ძირითადად გრძნობებს უკავშირდება. ჩვენც გრძნობებზე ვსაუბრობთ. ნუ გეწყინებათ ქალბატონებს, მაგრამ, მამაკაცების მხოლოდ 17 პროცენტი ოცნებობს საპირისპირო სქესზე. გული ნუ დაგწყდებათ. მამაკაცები ხომ ჩვენზე უფრო რაციონალურები არიან. ღმერთმა დაგიფაროთ ისეთი მამაკაცისგან, რომელიც ზის და მხოლოდ ქალებზე ოცნებობს.
ხომ გირჩევნიათ, ხელფასის მომატებაზე, ახალ მანქანაზე ან თქვენთან ერთად უცხოეთში რომანტიკულ მოგზაურობაზე იოცნებოს? ამიტომ, „მამაკაცი ზის და ოცნებობს ჩემზე“ – თქვენთვის პოზიტივი ნამდვილად ვერ იქნება. ხოლო, თუკი თქვენ ოცნებობთ მასზე, მაშინ ნუღარ დაელოდებით, როდის შემოგხედავთ შეყვარებული თვალებით. იმოქმედეთ, აგრძნობინეთ, რომ თქვენ ხართ ის, ვისაც ელის და, თანაც, აქ ხართ, მის გვერდით, ხელის გაწვდენაზე.