თურქეთის დედაქალაქში სამართალდამცავებმა ანტი ტერორისტული ოპერაციის ჩატარების დროს თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს, რომელსაც სავარაუდოდ კავშირი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც ის მათ არ დანებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სახლში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლება ორშაბათს დედაქალაქში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ საუბრობდა.