არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი თეა ქეცბაია, რომელიც მარნეულში სოფელ ყიზილაჯლოში არჩევნების პროცესს აკვირდება, დარღვევებზე საუბრობს.
"საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები თავიდანვე დარღვევებით დაიწყო. უბანი გაიხსნა დაგვიანებით, შესაბამისად, წილისყრები ჩატარდა დყიზილაჯლოშიარღვევით. ორი წილისყრა საერთოდ გამოტოვეს. ასევე, დარღვეული იყო პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურა, რადგან პირველი ამომრჩევლის მიღებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები და რეგისტრატორების ბეჭდები არ იყო დარიგებული. ასევე, არ გამოუცხადებიათ დალუქული ბიულეტენების რაოდენობები, არ გამოუცხადებიათ სპეციალური ბეჭდის ნომერი, არ გამოუცხადებიათ ლუქის ნომერი მითითების გარეშე და ა.შ. კენჭისყრის მიმდინარეობის ეტაპისთვისაც უკვე დაფიქსირდა დარღვევა. ამომრჩეველს რეგისტრატორების მაგიდასთან ახაზინებენ ბიულეტენებს, კაბინის უკან დგას დამკვირვებელი, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით, არღვევს კენჭისყრის ფარულობის პრინციპს. მე დავწერე 5 საჩივარი“, _ განაცხადა ჟურნალისტებთან თეა ქეცბაიამ.