23 ოქტომბერი ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის ცენტრში გაიმართება ექვთიმე ღვთისკაცისადმი (თაყაიშვილი) მიძღვნილი ღონისძიება _ ,, ექვთიმეობა 2016 ,,
ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები:
16:30 _ ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმში გაიმართება კონფერენცია თემაზე ,, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობა “; ლიხაურის ცენტრში გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები.
18:00 _ დაიწყება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით. მოწვეული არიან: "ქუჩის მუსიკოსები“ და ,,სოფო ბედია'', კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,გორდელაძეების ოჯახი" , "რეხეული “, ,,ლაზარე“, „ურეკი“, „ზენაარი“.