უიტნი ჰიუსტონს თავის დროზე მაიკლ ჯექსონის ძმასთან, ჯერმაინ ჯექსონთან საიდუმლო რომანი ჰქონდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "The Sun" იუწყება.
მომღერლებს 1984 წელს საერთო კონცერტი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ამ დროს ისინი საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ურთიერთობა იმავე წელს შეწყვიტეს.
ჯერმაინმა და იუტნიმ ერთმანეთი იქამდე გაიცნეს, ვიდრე ჰიუსტონი მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდა. წყვილის რომანის დამთავრების მიზეზი ჯერმაინ ჯექსონის მეუღლე გახდა.
მათ ურთიერთობას უიტნიმ 1985 წელს სიმღერა მიუძღვნა, "მთელი ჩემი სიყვარული შენთვის", რომელიც მოგვითხრობს ქალზე, რომელსაც ცოლიანი კაცი უყვარს.