ქედაში, სოფელ ცხმორისის გზაზე, მდინარე აჭარისწყალში ავტომობილი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი ქალბატონის ამოყვნა კი მაშველებმა შესძლეს. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველოს და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მდინარიდან ამოტანილია ჯიპის მარკის ავტომობილიც. დაღუპულები გადაყვანილი არიან პროზექტურაში.
შსს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.