პაატა ბურჭულაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის არჩევნებში მიღებული დაბალი მხარდაჭერის გამო პოლიტიკიდან და საქართველოდან წასვლას აპირებს, არ ადასტურებს, _ ამის შესახებ "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა "იბერიასთან" საუბრისას გააკეთა.
"არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მსიამოვნებს, სადაც ვარ. ყველაფრის გაკეთება უნდა გავაგრძელოთ. საზღვარგარეთ მხოლოდ საქმეზე თუ წავალ, თორემ ისევ საქართველოში დავბრუნდები. არც პოლიტიკიდან ვაპირებ წასვლას", _ აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.