მადრიდის „რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა რუსმა საცოლემ, მოდელმა ირინა შეიკმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც უკვე მერამდენედ გაისტუმრა უარით „ფლეიბოის” წარმომადგენლები.
„მე არასდროს ვითანამშრომლებ „ფლეიბოისთან”. მათ ძალიან ბევრი ფული შემომთავაზეს, მაგრამ მე ისინი უარით გავისტუმრე.
ჩემთვის ეს ძალიან ვულგარული წინადადება იყო”.
გარდა ამისა, შეიკმა ისაუბრა, რომ ძალიან უყვარს მოკლე კაბებისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება.
„ქუსლებზე სიარული ათი წლის ასაკიდან შემიყვარდა და ამის გამო, სკოლაში ხშირად დაცინვის ობიექტი ვიყავი თანაკლასელი ბიჭებისგან”, _ აღიარა ირინა შეიკმა.