ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბლაციხეში სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
როგორც გვითხრეს წაღებულია ორი ბოთლი ზეთი, ოთხი ქილა შედედებული რძე და ერთი შეკვრა პეჩენია.
_ როგორც ჩანს მშიერი ადამიანი შევიდა გასაძარცვად. საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქცია იყო მაღაზიაში, თუმცა, მხოლოდ ორი ბოთლი ზეთი, ოთხი ქილა შედედებული რძე, ერთი შეკვრა პეჩენია და ერთი ბოთლი შამპუნია წაღებული, _ გვითხრეს დაბლაციხეში.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართის საქმე და ამ წუთებში, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.