"ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების შემდეგ, რომელიც მან ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკეთა, აქვს თუ არა საერთოდ თანამშრომლობის სურვილი"ქართულ ოცნებასთან", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"ძალიან გულდასაწყვეტი იყო "რესპუბლიკური პარტიის ბოლო ნაბიჯები _ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის გადაწყვეტილების მეორე დღიდან, უკვე დაიწყეს აბსოლუტურად არაადეკვატური შეტევითი კამპანია "ქართულ ოცნებაზე". პოლიტიკაში გულდაწყვეტების ადგილი არ არის, ამიტომ მე ვიტყვი, რომ დასანანია, როგორ განვითარდა "რესპუბლიკური პარტიის" მოქმედება საარჩევნო პერიოდში, დასანანია მათი რიტორიკაც. დასანანია ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ. მე არ ვიცი, რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების შემდეგ, რომელიც მან ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკეთა, აქვს თუ არა საერთოდ თანამშრომლობის სურვილი. პოლიტიკაში არაფერი არ არის გამორიცხული. ბატონი დავითი არის შესანიშნავი პოლიტიკოსი და ის აუცილებლად უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.