დღეს, დღის მეორე ნახევარში უეცრად ამოვარდნილმა ქარბორბალამ და ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჯუნეწერში ხუთი ოჯახი სერიოზულად დააზარალა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა თორნიკე სარჯველაძის, ნათელა ბარამიძის, მაყვალა ბარამიძის, ოთარ იმნაძისა და მაგული ბარამიძის (კვაჭაძე) ოჯახები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა შტაბი, რომელიც სწავლობს აღნიშნულ მდგომარეობს და ითვლის ზარალის ოდენობას. ლანჩხუთში ამ წუთებში გადაუღებლად წვიმს.