საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის დასრულებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანაში შედგა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა საქართველოს საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადაკვირვებლო მისიების როლი, თქვენი მონაწილეობით ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომლის აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მედიას, თქვენი აქტიურობით ფაქტიურად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის და შეხედულების გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს, „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“, ის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა.
მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, თუმცა, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება იწყება, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას იყოთ ჩართული დისკუსიებში და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმატებას“, _ განაცხადა მარგველაშვილმა.