"გურია ნიუსის" ინფორმაციით მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახდება.
კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. პროფესიით იურისტი, სამართლის დოქტორია. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ, განათლება უცხოეთში _ დიუსელდორფის უნივერსიტეტში მიიღო.
მისი სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება: სამუშაო გამოცდილება – აკადემიური დაწესებულებები08.2014 – დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 09.2011 – 08.2014 კავკასიის უნივერსიტეტი/კავკასიის სამართლის სკოლა
ასოცირებული პროფესორი; 09.2011 – 06.2013 საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 02.2009 – 02.2010 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 03.2007 – 01.2008 თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 09.2005 – 02.2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას: 01.2013 – 07.2014 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი; 11.2011 – 11.2012 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ექსპერტი რეგიონული განვითარების საკითხებში; 10.2011 – 03.2012 ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში; 01.2011 – 12.2012 ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი; 01.2009 – 10.2011 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი; 06.2006 – 12.2008 გაეროს განვითარების პროგრამა /სსიპ – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში; 06.2000 – 10.2001 USAID/Overseas Strategic Consulting Ltd საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში.