ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჰაერის ტემპერატურის ზრდა, რომელიც 37 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, შეჩერებულია. აღნიშნულს იელის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ.
„ჩვენ მრავალი წლის მაჩვენებლები გავაანალიზეთ და მივაგენით, რომ ინტენსიური დათბობის შემდეგ ინტენსიური გაციების პერიოდი დაიწყო“, _ აღნიშნულის შესახებ უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის კათედრის თანამშრომელმა სამუელ ფრედრიქსონმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს მონაცემები გლობალური დათბობის ჰიპოთეზას არ ამტკიცებს.