ბრაზილიელი ჟიზელ ბუნდჰენი, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერ მოდელია. ის ერთადერთი მოდელია ვისი ქონებაც მილიარდ დოლარს აღწევს.
ჟიზელ ბუნდჰენი ქალის თეთრეულის საკუთარ კომპანიას – "Gisele Bundchen Brazilian Intimates"-ს ხელმძღვანელობს.
კომპანიის ნაწარმი დიდი პოპულარობით სარგებლობს პორტუგალიაში, ლათინურ ამერიკაში, ისრაელსა და იაპონიაში.
თავისი ნაწარმის გატანას ჟიზელი უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.