”გუშინდელი მეორე ტური ჩატარდა ტოტალური გაყალბებით, _ ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
”გუშინდელი მეორე ტური ჩატარდა ზუსტად ისე, როგორც ვვარაუდობდი და ყველას ვაფრთხილებდი – ტოტალური გაყალბებით. უცხოელი დამკვირვებლების არყოფნის პირობებში, ივანიშვილმა ფული აღარ დახარჯა "კარუსელების" ტრიალზეც კი და უმეტეს ადგილას, უბრალოდ, დახატა ციფრები. ასეთი თავხედური და მასშტაბური გაყალბება შევარდნაძეს არც დასიზმრებია. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ჩვენ აქტივისტს და იმ ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავმართოთ ღია დისკუსია არა იმაზე, თუ როგორ "წავაგეთ" არჩევნები, არამედ იმაზე, თუ როგორ ვერ აღვუდექით წინ, ივანიშვილის მიერ არჩევნების ინსტიტუტის გაუქმებას”, _ წერს მიხეილ სააკაშვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved