"ქართული ოცნება" სამთავრობო და საპარლამენტო სტრუქტურების ფორმირების მიზნით კონსულტაციებს მართავს.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, კონსულტაციების დასრულებამდე სამომავლო გეგმების შესახებ არ ისაუბრებს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე დღე აქტიური კონსულტაციების, აქტიური თათბირის რეჟიმში გავხარჯოთ და ამის შემდეგ ვამცნოთ საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი. სწორი გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდება გუნდის შიგნით კონსულტაციები, პოზიციების შეჯერება, საერთო კანდიდატურებზე შეთანხმება", – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე ვარაუდით, კონსულტაციები დასრულდება და ყველაფერი ნათელი გახდება დაახლოებით 10-11 ნოემბრისთვის.