ლიბანს ახალი პრეზიდენტი ყავს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტმა პრეზიდენტად არმიის ყოფილი გენერალი, მიშელ აუნი აირჩია.
მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტის არჩევას ქუჩებში ასობით ადამიანი ზეიმობდა.
როგორც ცნობილია, სახელმწიფოს ხელმძღვანელი 29 თვის განმავლობაში არ ყავდა.
გავრცელებული ცნობით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესებით წარმოქმნილმა ჩიხმა მთავრობის პარალიზება გამოიწვია, რომელიც ცდილობს სირიაში 5 წლიან ომის შედეგად დარჩენილ მილიონზე მეტ ლტოლვილს გაუმკლავდეს.