"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელიც სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა,
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ენმ-მ განცხადება გაავრცელა.
„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე, გასცდა ნორმალური განხილვის ფარგლებს და პარტიის ლიდერების მიმართ ყოვლად ბინძური კამპანია აწარმოა. ეს კამპანია ეფუძნებოდა სიცრუეს და პარტიის ლიდერების მიმართ აშკარა ცილისწამებას. ამ კამპანიამ სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, რომლის მომხრეებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სამარცხვინო პროცესს.
კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის მიზნით კამპანიაში ჩაერთო, ასეთი ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ამ პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი“, _ ნათქვამია განცხადებაში.