ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის დროს დაშავდა, ასევე, მამაკაცი, რომელსაც პირველადი დახმარება ტყიბულის საავადმყოფოში ჩაუტარეს, შემდეგ კი ქუთაისში, წმინდა ნინოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გარდაცვლილი ბავშვი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.