მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა _ ამის შესახებ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გიორგი ლორთქიფანიძე გადადგა.
სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს დაპირებების შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია.
მისი თქმით, ოდესის საზღვაო პორტის მშენებლობისა და რემონტის პროექტს მხარდაჭერა პოროშენკომ წლის დასაწყისში მისცა, თუმცა არაფერი გაუკეთებია.
"მე ეს რეალურად მომბეზრდა. მე რეალურად დავიღალე კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგრესის ძალები პროგრესს უტევენ. ყველა ახალ წამოწყებას საფუძველშივე კლავენ. ყველაფერი ეს მთელი უკრაინის თვალწინ ხდება", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.