ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში ბირთვული უსაფრთხოების სპეციალისტები იმყოფებიან და რადიაციის დონეს ზომავენ.
შესაბამისმა სამსახურებმა რადიაციის დონის გაზომვა და დამატებითი ტერიტორიის შესწავლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც "გურია ნიუსმა" ანასეულში რადიაციის შესაძლო კერაზე გადაცემა მოამზადა და რესპონდენტი იპოვა, რომელმაც ახალ კერებზე გააკეთა მინიშნება.
შეგახსენებთ, რომ დაბა ანასეულში ლაბორატორია, რომელშიც იზოტოპებზე მუშაობდნენ, საბჭოთა კავშირის დროს საიდუმლოდ ფუნქციონირებდა. მისი დაშლის და გაძარცვის შემდეგ კი გაირკვა, რომ დაბაში რადიაციის მაღალი დონე იყო.
ეს ინფორმაცია 2005 წელს, საზოგადოებამ "გურია ნიუსის" საშუალებით მას შემდეგ გაიგო, რაც წერილი გრიფით _ "საიდუმლო" მოვიპოვეთ და გავასაჯაროეთ.
მას შემდეგ ამ საკითხზე მუშაობა არ შეგვიწყვეტია და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცოტა ხნის წინ, ახალი გარემოებებიც აღმოვაჩინეთ.