ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. დღეს მოქმედი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის შეძენა საქართველოს ბანკებსა და ბანკების ფილიალებში 2.4773 ლარად იქნება შესაძებელი, ხოლო კომერციულ ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.50-ს გადააჭარბა.
ლარის გაუფასურების საკითხზე პირველი განცხადება გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი განმარტებით, ლარს მცურავი გაცვლითი კურსი აქვს და მას როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების ტენდენცია აქვს.
„მოკლევადიან რყევებზე არ უნდა გაკეთდეს ასეთი კომენტარი, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები ძალიან დიდ რისკს მოიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგება, ასევე, სხვადასხვა მოლოდინი, რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი ერთად აისახება. იქნება გაუფასურებები, იქნება გამყარებები, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენს ვალუტას ექნება გამყარების ტენდენცია. რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრჯერ იყო ეს თემა გავლილი, ეს არის ლიკვიდობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველა პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი ეროვნული ბანკი იყენებს და ეს არ ახდენს გავლენას ლარის კურსზე“,_ გაცნახადა კობა გვენეტაძემ.