კახეთში, 80 წლის დედასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობის გამო სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი შვილი დააკვეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.
უწყებაში აღნიშნავენ, მომხდარის დეტალებს გამოძიება იკვლევს და ამ დროისთვის ტარდება ექსპერტიზები იმის დასადგენად, მოხდა თუ არა მოხუც ქალბატონთან სექსუალური კავშირის დამყარება და აღენიშნება თუ არა დაზარალებულს ძალადობის კვალი.