ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მეხუთე არხთან საუბრისას ამბობს, რომ პეტრო პოროშენკო მას საქართველოს მხარეს არ გადასცემს და ასეც რომ მოხდეს, მას ერთ კვირაში გაათავისუფლებენ.
„მე ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, ის მსგავსი რამის გამკეთებელი არ არის. მხოლოდ წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ ის საქართველოს გადამცემს. თუნდაც ასე იყოს. საქართველოში 600 ათასი მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები“, _ განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ამაში ღრმად არის დარწმუნებული და სამი დღის შემდეგ ის კვლავ კიევში ჩავა.