უცენზურო გინებას აქვს ძლიერი ტკივილდამაყუჩებელი ეფექტი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც ყოველდღიურ პრაქტიკაში არ იყენებს ასეთ გამოთქმებს – მსგავს დასკვნამდე მივიდნენ კილის უნივერსიტეტის მეცნიერი–მკვლევარები.
ამ თეორიის დასადასტურებლად, მოხალისე-სტუდენტები ხელებს ჰყოფდნენ ყინულივით ცივ წყალში და თან, რაც შეიძლება ხმამაღლა იგინებოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ექსპერიმენტი მეორდებოდა, ოღონდ – გინების გარეშე.
აღმოჩნდა, რომ პირველ შემთხვევაში სტუდენტებს გაცილებით დიდხანს შეეძლოთ, გაეძლოთ ცივი წყლისათვის, საიდანაც გამომდინარეობდა დასკვნა, რომ გინება მაღლა სწევს ტკივილის ზღურბლს.
მეცნიერთა აზრით, შედეგები მიუთითებს ერთ შესაძლო მიზეზს, თუ როგორ გაჩნდა გინება და როგორ შენარჩუნდა ჩვენს დრომდე.