შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქციის – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.
აქციაში დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ აქციაში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირების მიზნით, რეგულარულად მონაწილეობს.