ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლამ მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო სპარტაკიადას უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და საბაზო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. სულ სასკოლო სპარტაკიადაში 65 მოსწავლემ მონაწილეობდა, რომელთაგან 40 ვაჟი გახლდათ, ხოლო 25 _ გოგონა.
გოგონებს შორის სასკოლო სპარტაკიადაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა სასულიერო გიმნაზიის მოსწავლემ, ქეთი ხრიკაძემ. მეორე ადგილზე გავიდა მეორე საჯარო სკოლის აღსაზრდელი ნანა დობორჯგინიძე. მესამე შედეგი კი პირველი სკოლის წარმომადგენელმა ანი ჩხაიძემ აჩვენა.
ვაჟებს შორის პირველ ადგილოსანი პირველის საჯარო სკოლის მოსწავლე შაკო დვალიშვილი გახდა, მეორე ადგილზე დავით შაინიძე გავიდა ნიგვზიანის საჯარო სკოლიდან. მესამე საპრიზო ადგილი კი ჯურუყვეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, უჩა კვაჭაძემ დაიკავა.
სპარტაკიადის გამარჯვებულებს მედლებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.