აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტები ნიუ იორკში "One57"-ის ორდონიან პენტჰაუსში მდებარეობს.
კომპლექსი 135 კერძო რეზიდენციისგან და ხუთვარსკვლავიანი 38-სართულიანი სასტუმროსგან შედგება. ბინის შეძენა მსურველს 115 მილიონ დოლარად შეუძლია.
ამ არქიტექტურული პროექტის ავტორი პრიტცკეროვსკის პრემიის ლაურეატი კრისტიან დე პორტზამპარკია.
"One57"-ში სადღეღამისო მომსახურება მოქმედებს. ღონისძიებების ორგანიზებისთვის შენობაში დახურული საბანკეტო დარბაზი მდებარეობს. ბინის ბედნიერ მფლობელებს დახურული ფიტნეს-ცენტრით, ბიბლიოთეკით და საბილირდოთი სარგებლობა შეეძლებათ. შენობას ასევე უსაფრთხო მიწისქვეშა ავტოსადგომი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკში ყველაზე ძვირადღირებულად მანჰეტენზე მდებარე ბინა მიიჩნეოდა, რომელიც რუსმა მილიარდელმა დიმიტრი რიბოლოვლელმა საკუთარი ქალიშვილისთვის თავის დროზე 88 მილიონ დოლარად შეიძინა.