ლიტვაში, რუსეთის მოთხოვნით, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსი გედრიუს მიშუტისი ადასტურებს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მაისურაძის დაკავება შაბათს მოხდა, როდესაც ის კიევიდან ლიტვის დედაქალაქში ჩაფრინდა. ადგილობრივმა სასამართლომ გამოსცა სანქცია მაისურაძისთვის 10-დღიანი პატიმრობის შესახებ, ამჟამად კი მისი ექსტრადიციის საკითხი განიხილება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავება ინტერპოლის ორდერის საფუძველზე მოხდა, რომელიც რუსეთის მოთხოვნით გაიცა. რუსეთის ხელისუფლებას მაისურაძეზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული და მას ტერორისტულ საქმიანობაში სდებდა ბრალს.
მაისურაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ანტიტერორისტულ ცენტრს ხელმძღვანელობდა და ის ჩართული იყო ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც.
წყარო: ნიუპოსტი