ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში ხანძრის შედეგად ელგუჯა თევზაძის სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის დროს სახლში მცორეწლოვანი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძარს ტავი უსაფრთხოდ დააღწია.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ გვითხრა, ცოტა ხნის წინ, ოჯახს სახლის გადასახური მასალა გადაეცა. გამგებლის თქმით, თევზაძეების ოჯახს დღესვე მოუძებნიან ალტერნატიულ საცხოვრებელს, სადაც დროებით შეაფარებენ თავს.