მომდევნო 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს პოლარული დათვის მესამე სახეობა შესაძლოა გადაშენდეს. აღნიშნულ ინფორმაციას DAILY MAIL მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, არქტიკის ყინულის დნობა 35 -41 წლის შემდეგ მსოფლიო დათვების რაოდენობას 26 000-დან 17 000-მდე შეამცირებს.
როგორც ცნობილია, კლიმატის ცვლილების გამო ყინულის ზღვის დაკარგვას პირდაპირი ზეგავლენა აქვს პოლარული დათვის არსებობასა და გადარჩენაზე.
გავრცელებული ცნობით, მეცნიერები პოლარულ დათვებს 19 ქვე-პოპულაციად ყოფენ, რომელთაგან ყინულის ზღვის შემცირების გამო 2 სახეობის რაოდენობა უკვე შემცირდა.
კვლევის ავტორების განცხადებით, სხვა დათვები „კვებით სტრესს“ განიცდიან.
მათი ვარაუდით, მსოფლიო დათვების სამი თაობის მანძილზე პოლარული დათვების ჯერ 30%, შემდეგ 50% ხოლო საბოლოოდ 80% განადგურდება.