30 წლის მსახიობს, ლინდსი ლოჰანს ახალი რომანი აქვს. მას 23 წლის ეგორ ტარაბასოვი ეტრფის.
ეგორი, რუსი ოლიგარქის დმიტრი ტარაბასოვის მემკვიდრეა. ერთმანეთი, ეგორმა და ლინდსიმ, ლონდონში გაიცნეს, ოქტომბერში და მას მერე ერთად არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ეგორმა შეყვარებულის ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო.
ცნობისათვის, ეგორ ტარაბასოვი ინგლისის მოქალაქეა, განათლება ლონდონში მიიღო და უკვე საკუთარი უძრავი ქონების სააგენტოს მფლობელია.
ცოტა ხნისწინ გავრცელდა ცნობა, რომ შეყვარებულები დაშორდნენ, მაგრამ ამერიკული „ყვითელი პრესის“ მტკიცებით, მიჯნურები კვლავ შერიგდნენ.