32 წლის მამაკაცი, რომელმაც თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 29 წლის მეუღლე სანადირო თოფით მოკლა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრალდებულმა მეუღლის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და სასიკვდილო დაზიანებები მიიყენა.
გარდაცვლილმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ცოლი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე მეუღლესთან კონფლიქტის გამო, მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი იყო დამტკიცებული და მას 30 დღის განმავლობში მეუღლესთან მიკარება და სატელეფონო კავშირი ეკრძალებოდა. თუმცა, მკვლელობაში ბრალდებული ორდერს არ დაემორჩილა. ამასთანავე ირკვევა, რომ ნოემბერში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადება-ტარების ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა, მისი გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ მოხდა.
წყარო: "ნიუპოსტი"