უკრაინის სახელმწიფო სამხედრო კონცერნის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ მათ მიმართ გაკეთებული განცხადებები ცარიელი პოპულიზმია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას საფრთხეს უქმნის.
უკრაინის სახელმწიფო სამხედრო კონცერნის განცხადებას gordonua.com აქვეყნებს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ სააკაშვილს უკან წაიღოს თავისი განცხადებები ჩვენი კორუფციის შესახებ. მოვუწოდებთ აგრეთვე, ნუ დაკავდება პოლიტიკური პოპულიზმით და ნუ გამოიყენებს ამისთვის საიდუმლო დოკუმენტებს. ეს ჩვენ, ადგილობრივ სპეცექსპორტიორებს კიდევ უფრო გაგვირთულებს საქმეს რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს საფრთხის წინაშე დააყენებს ჩვენს სამხედრო კონტრაქტებს, რაც თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე იმოქმედებს“,-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში სამხედრო შეიარაღების შეძენისას, უკრაინის თავდაცვის უწყებამ 2,9 მილიონი გრივენი მოიპარა.