ანკარაში მოკლულ რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა, _ განცხადებას კრემლი ოფიციალურ საიტზე აქვეყნებს.
„ანდრეი კარლოვს თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თანამდებობაზე გამოჩენილი სიმტკიცე და მამაცობისთვის და რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კურსის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გმირის წოდება მიენიჭა “, _ აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწერს.
19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა.