"ტყუილს ვერ ვიტყვი, ვერ ვიტან ფიტნესს, მაგრამ მის გარეშე წარმოუდგენელია. თუ დრო, მხოლოდ ნახევარი საათი მაქვს, ვცდილობ, აუცილებელი ვარჯიშები გავაკეთო. მიყვარს იოგას ვარჯიში", _ განაცხადა მსახიობმა ჯესიკა ალბამ.
"განსაკუთრებით ბევრს ვვარჯიშობდი შვილების გაჩენის შემდეგ, ახლა კი მსურს მეტი დრო მათ დავუთმო", _ დასძინა მსახიობმა.
მსახიობი, ჯერჯერობით, არ აპირებს პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას: "წინააღმდეგი ვარ პლასტიკური ოპერაციების, მაგრამ როცა დამჭირდება ალბათ მივმართავ", _ აცხადებს ალბა.