ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში 55 წლის მამაკაცმა თავი ამ დილით ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა გვითხრეს, თვითმკვლელობის მიზეზი სოციალური პრობლემები გახდა:
_ მეუღლე ჰყავდა ავად და მკურნალობის თანხა ვერ იშოვა. ძალიან ნერვიულობდა ამაზე, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილის ახლობლებმა.
ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.