ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა განახლდა. როგორც კურიერის წამყვანმა განაცხადა, მაუწყებლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება:
_ იმედს ვიტოვებთ, რომ მგსავსი რამ, რაც ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში იყო ჩვენს არხზე, აღარასოდეს გახდება აუცილებელი ჩვენს ქვეყანაში.
ეს იყო ჩვენი პროტესტის უკიდურესი ფორმა და ერთგვარი მოწოდება, რომ დღეს დაგეგმილ აქციას შემოერთდებოდა ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, _ განაცხადა კურიერის წამყვანმა ქეთი კვაჭანტირაძემ.
ამ წუთებში "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე.