ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერილ წერილში ფლინი აღიარებს, რომ რომ რუსეთის ელჩთან საუბრის შესახებ ხელისუფლებას არასრულ ინფორმაციას აწვდიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლინი აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ადრე თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს უფროსის პოსტიდან გაათავისუფლა, ხოლო ტრამპის მომხრე კი საარჩევნო კამპანიის დროს გახდა.
ფლინი ახლო მოკავშირე იყო როგორც პრეზიდენტის, ასევე მისი სტრატეგოსის, სტივ ბანონის.
რესპუბლიკელი სენატორის, სიუზან ქოლინს ო მაინის განცხადებით, შემაშფოთებელია თუ ფლინი უცხო ქვეყნის მთავრობასთან მოლაპარაკებებს ოფისში მიღებამდე აწარმოებდა.
როგორც ცნობილია, ფლინმა ხელი შეუწყო ირანთან პოლიტიკის გამკაცრებას, ხოლო რუსეთთან ურთიერთობების შერბილებას, რამაც მისი რუსეთთან კავშირის შესახებ კითხვები წარმოშვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეისონ ჩეფეტცს, დემოკრატიული პარტიის წევრები მოუწოდებდნენ, რომ ფლინის კავშირების შესახებ რუსეთთან გამოძიება დაიწყოს.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად გენერალი ჯენ ჯოზეფ ქეით ქელოგი დაინიშნა.