“ბოდვით შეპყრობილი ადამიანები, მთავრობის მოძულეები და მოყვარულები, „ნაცების“ ეგზალტირებული მომხრეები და ზიზღითშეპყრობილები… ყველანი საუბრობენ ერთი თემის ირგვლივ", _ ამის შესახებ თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი ბართლომე ფირცხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ეს თემა მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაა (მოწამვლა). ზოგს სჯერა, ზოგსაც – არა. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველას ჩვენი სუბიექტური ან ობიექტური შეხედულება გაგვაჩნია. სამწუხარო რეალობაში ვართ, ჩანს რომ, ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა ნაწყენია პრევენციის გატარების გამო სახელმწიფოდან. ყველა თავის ვერსიას ქმნის – იმას შორენა არ უყვარს, იმას ის და იმას ის… დადგა ბრალდებების კორიანტელი. ვიღაც ამბობს უწმიდესს არ სჯერა, მოწამვლას რომ უპირებდნენო. აბა, უწმიდესი რისი უწმიდესია პანიკაში თუ ჩავარდა?! პატრიარქს არ სჩვევია შიში, იგი ყოველთვის სიმტკიცის მაგალითია. უბედურება რომ მომხდრიყო, მაშინ იტყოდნენ, სად არის უნიათო მთავრობა და მისი სპეცსამსახურებიო?! ვერც თითის გაშვერა, ვერც სხვაზე გადაბრალება, ვერც პატრიარქთან გადაღებული სურათი და ვერც მთავრობასთან თუ ოპოზიციასთან მეგობრობა, ღვთის მსჯავრისაგან ვერ იხსნის ამ ხალხს“, _ წერს ბართლომე ფირცხალაიშვილი.