17 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად ცივი ამინდი შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, საქართველოს უმეტეს რაიონში ამაღამ და ხვალ ნალექი უმეტესად თოვლის სახით შენარჩუნდება.
უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თოვლი, ზოგან ნისლი. არამდგრადი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-6 გრადუსი იქნება, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ღამით ტემპერატურა -10-6 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით მოსალოდნელია 3-5 გრადუსი; ღამით -6 გრადუსი, მთაში -13 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში -16 გრადუსი. თბილისში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება, ღამით ტემპერატურა შესაძლოა -4 გრადუსამდე დაეცეს.