ე.წ. მოსმენების შესახებ ახალ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა კანონპროექტს კენჭი უყარეს პრინციპების დონეზე და იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც გაზიარებული იყო ინიციატორების მიერ.
დეპუტატებს კენჭისყრამდე კანონპროექტი ერთ-ერთმა ინიციატორმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააცნო. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა და ასევე დაინტერესებულმა მხარეებმა კანონპროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს.
დეპუტატების კითხვებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ და ასევე, კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ, ე.წ. მოსმენების შესახებ ახალ კანონპროექტს კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს.