https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის საქმიანობა შეაჯამა

15:02; 7.02.2017
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდის საქმიანობა შეაჯამა და საზოგადოებას პარლამენტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მისი განცხადებით, ჟურნალისტებთან მსგავსი შეხვედრები ყოველი სესიის დასრულების შემდეგ გაიმართება და პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა ტრადიციის სახეს მიიღებს.

„პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ პარლამენტმა აქტიურად დაიწყო თავისი საპარლამენტო უფლებამოსილებების განხორციელება. პარლამენტს ჰქონდა ძალიან კარგი სტარტი და საშემოდგომო სესიაზე არასრული თვენახევრის განმავლობაში მან  არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა  პოლიტიკური ურთიერთობების ახალი ეტაპისთვის პოზიტიური საფუძვლის ჩაყრა შეძლო. მაშინ, როცა არჩევნების წინ ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო გვქონდა და პარლამენტი განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე იდგა. ეს გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ პარლამენტის შიგნით ჩვენ პოლიტიკური ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავით და რეალურად გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ პოზიტიური საფუძველი ჩაგვეყარა პარლამენტის შიგნით ურთიერთობების ჯანსაღ გარემოში განვითარებისათვის", _ აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც კონსესუსის საფუძველზე იქნა მიღებული.

„ოპოზიციას პარლამენტში მთელი რიგი თანამდებობები აქვს განკუთვნილი, მათ შორის,  ვიცე-სპიკერის თანამდებობები და ასევე თითოეულ კომიტეტში მოადგილის დონეზე ყველა საპარლამენტო პარტიაა წარმოდგენილი. ეს პოზიციები საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის სამართლიანად იქნა გადანაწილებული, რასაც აღნიშნავენ ჩვენი კოლეგებიც ოპოზიციური პარტიებიდან. პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასევე საპარლამენტო დელეგაციებში სამართლიანად იქნა გადანაწილებული კვოტები. გარდა ამისა, ზოგადად შედგა სათანადო კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას. ეს არის განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური სისტემის და ამ კუთხით პარლამენტს განსაკუთრებული როლის შესრულება მართებს," _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას ჟურნალისტებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის სტატისტიკაც გააცნო. მისი ინფორმაციით, საშემოდგომო სესიის განმავლობაში განხილული და მიღებული იქნა 7 საკანონმდებლო პაკეტი და 44 დამოუკიდებელი კანონი,  პარლამენტმა ასევე 13 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა.

„განსაკუთრებით გამოვყოფ ორ ძირითად პაკეტს, რომელზეც პარლამენტს მუშაობა მოუწია. ეს იყო ეკონომიკური რეფორმის პაკეტი, რომელიც მიღებულ იქნა  სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად და ამ რეფორმის პაკეტის მიღებით მთავრობის მიერ წარმოდგენილი სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელება იქნა უზრუნველყოფილი. ასევე ცალკე გამოვყოფ ე. წ. „მესამე ტალღის" კანონპროექტების პაკეტს, რომლის საფუძველზეც   მართლმსაჯულების სისტემაში უპრეცედენტო რეფორმა განხორციელდა. ეს რეფორმა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას," _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემაში ვერცერთმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ გადადგა გაბედული ნაბიჯი და პირველად სწორედ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირობებში მიღებულ იქნა ისეთი კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საქმეები მოსამართლეებზე უკვე ელექტრონულად გადანაწილდება, რაც მართლმსაჯულების სისტემაში   მანიპულირების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განხორციელდა უპრეცედენტო რეფორმა და ეს რეფორმა ბოლომდე იქნება მიყვანილი მომდევნო სესიის განმავლობაში", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასული საშემოდგომო სესიის საქმიანობის შეჯამებისას პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნასა და მის საქმიანობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კომისია სწორი ფორმატით ჩამოყალიბდა, რაც მის ქმედით ფუნქციონირებას განაპირობებს.

„ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ წინა კომისიების მაგალითები, თუ როგორ მუშაობდა კომისიები და როგორ უჭირდათ, თუნდაც, კომისიის წევრთა შეკრება. დღეს ყველა ჩართული სუბიექტი აღიარებს იმას, რომ კომისია არის ძალიან ქმედითი და   სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია უპრეცენდენტოა თავისი ფუნქციების განხორციელებისას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ  ეს პროცესი შესაბამისი შედეგით დასრულდება და წლის ბოლომდე პარლამენტი საკონსტიტუციო რეფორმაზე დაასრულებს მუშაობას", – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კანონშემოქმედებით საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზეც ისაუბრა და ე.წ. „ღია პარლამენტის" კონცეფციის განხორციელებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურად თანამშრომლობს და  საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებში მათ ჩართულობას მიესალმება.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გასული სესიის განმავლობაში „საგარეო პოლიტიკის შესახებ" მიღებულ რეზოლუციაზე გაამახვილა და საზოგადოებას გასულ კვირას ევროპარლამენტის მიერ   ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა.

„საგარეო პოლიტიკის შესახებ ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, რაც იყო ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გასული სესიის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პარლამენტს კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაეფიქსირებინა ის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მიერ არის არჩეული. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ და სწორედ ეს კურსია კიდევ ერთხელ დაფიქსირებული საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში. აქვე მინდა მოგილოცოთ ის მიღწეული შედეგი, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული. ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში  პარლამენტმა თავისი წვლილი შეიტანა და კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, განსაკუთრებით, მთავრობას, რომელმაც ამ შედეგის მიღწევა უზრუნველყო", _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბრიფინგის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციურ გაძლიერების და საზედამხედველო ფუნქციების თემასაც შეეხო.

„პარლამენტს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: ეს არის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქცია და ორივე მიმართულებით პარლამენტის შესაძლებლობები   ტრადიციულად საკმაოდ სუსტია. ჩვენ ასეთი ვითარება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. შესაბამისად, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენთვის  პარლამენტის ინსტიტიციური გაძლიერება და პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაა. ამ მიმართულებით, უნდა გაკეთდეს ძალიან ბევრი რამ. საქართველოს პარლამენტში ჩვენ გვყავს ახალი, თვისობრივად გაძლიერებული გუნდი და ამ გუნდის პირობებში შესაძლებელია პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ზრუნვა და შესაბამისი რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მათ შორის, აუცილებელია პარლამენტის აპარატის რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით, მუშაობა უკვე დაწყებულია", _ აღნიშნა პარლამენტის თვამჯდომარემ.  

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16 სექტემბერი, 2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16 სექტემბერი, 2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16 სექტემბერი, 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სასამართლო რეფორმის მე-3 ტალღის კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პროკურატურამ თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო